This website uses cookies to ensure you get the best experience on our website. Learn more

16.07.2019. 1 არხი 21:00 „ევრობასკეტი 2021“

x

16.07.2019. 1 არხი 21:00 „ევრობასკეტი 2021“

რა მოლოდინი აქვთ ქვეყანაში. ცნობადობის გაზრდა და დამატებითი ეკონომიკური სარგებელი. სპორტულთან ერთად, აქცენტი ტურიზმის მიმართულებითაც კეთდება. კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მასპინძლად ჩვენი ქვეყნის დასახელების შემდეგ, უკვე ცნობილია სად აშენდება ახალი დარბაზი. სპორტული კომპლექსი, რომელიც თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღიჭურვება, დიღმის ჭალებში განთავსდება. „ევრობასკეტის“ ჯგუფური ეტაპის დაწყებამდე 6 თვით ადრე კი, საქართველოს შესახებ გადაღებული საიმიჯო ვიდეო-რგოლი, ევროპის ყველა წამყვანი ქვეყნის სატელევიზიო ეთერში იტრიალებს. სიახლეები, დღეს გერმანიიდან სამშობლოში დაბრუნებულმა დელეგაციამ გაახმაურა. მამუკა ბახტაძე :ძალიან დიდი კონკურენცია იყო როგორც იცით. ჩვენ ძალიან კარგად მოვემზადეთ, თითოეული დეტალი იყო გაანაწილებული და შედეგიც დაადგა. მიხეილ ბატიაშვილი :ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი რაც გადაიდგებმება,. ეს არის ახალი სპორტის სასახლე, რომელიც ამ ჩემპიონატისთვის იქნება მიძნილი, თუმცა თავისთავად მერე ფუნქციონირებას გააგრძელებს. კახი კალაძე; ჩვენ მართლაც მომზადებულები შევხვდებთ ამ ღონისძიებას, ყველანაირად გამართული იფნრასტერუქტურით ქალაქი იქნება მზად. მარიამ ქვრივიშვილი :ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოვა ჩვენ ქვეყანაში, ძალიან ბერვი ადამიანი ნახავს, იმას, თუ რანაირი ქვეყანაა საქართველო, და რამდენად საინტერესო ტურისტული პროდუქტი გვაქვს.

Shares

x

Check Also

x

Menu